Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ოპოზიციური პარტიის ლიდერი პრემიერს მიმართავს

თარიღი : 13-01-2016, 15:57 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
პარტია "თავისუფალი საქართველო"-ს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ქუთაისში, ყოფილი სამხატვრო სკოლის შენობაში ბრიფინგი გამართა. აღნიშნულ შენობაში მცხოვრები 15 ოჯახი ქალაქის ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, შენობაში წყალი ჩამოდის, რის გამოც იქ ცხოვრება დღითიდღე გაუსაძლისი ხდება. მოსახლეობის პრობლემების ფონზე, პოლიტიკური პარტიის ლიდერმა ქუთაისის მერიის მხრიდან სარეზერვო ფონდის არამიზნობრივ ხარჯვაზე ისაუბრა. მისი თქმით, სარეზერვო ფონდიდან თანხების დიდი ნაწილი მატერიალური დახმარებებისკენაა მიმართული.

"მე არ ვარ წინააღმდეგი მოქალაქეებს დაეხმარონ მატერიალურად, მაგრამ ეს სხვა ფორმით უნდა მოხდეს, სხვა ფონდებიდან. სარეზერვო ფონდი განკუთვნილია გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის და სტიქიური უბედურებებისთვის. ჩვენ ახლა ყოფილ სამხატვრო სკოლაში ვიმყოფებით, რომლის ჭერიც ჩამოინგრა და სწორედ ასეთ შემთხვევებში უნდა იხარჯებოდეს ეს თანხები,"- ამბობს გოგი წულაია.

წულაია იმასაც აცხადებს, რომ ქალაქის მერიამ დამალა, თუ ვისზე გაიცა მატერიალური დახმარებები. "თავისუფალი საქართველო"-ს ლიდერი ქალაქის მერიის გაკრიტიკების შემდეგ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს კითხვით მიმართავს.

"მივმართავ საქართველის პრემიერ- მინისტრს, მითხრას ქუთაისი არის თუ არა საქართველოს იურისდიქციაში? და თუ ვართ, მაშინ ისეთივე პროცესები დაიწყოს ამ ქალაქში, როგორც ეს თბილისის შემთხვევაში მოხდა გუშინ. ეს შენობა ქუთაისის ტერიტორიაზეა და ამიტომ, ქალაქის ხელისუფლება ვალდებულია იზრუნვოს მასზე,"-ამბობს გოგი წულაია.

"თავისუფალი საქართველო"-ს იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლის ბრალდებებს ქუთაისის მერიაში უპასუხეს.

"ბატონი გოგის თითოეული გამოსვლა აფსურდის თეატრის მსახიობის გამოსვლას ემსგავსება. მისი არაკომპეტენტურობა და საკითხის არცონდა ახლაც ჩანს. იმ სოციალურ დახმარებებში, რომლებზეც გოგი აპელირებს, შედის ღვარცოფის, სტიქიური უბედურების, დაზიანებული საკუთრების დროს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის დახმარების გაწევა. სამხატვრო სკოლის ყოფილი შენობა კი არ წარმოადგენს ქუთაისის მერიის საკუთრებას, ის არის ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება. როგორც ყოველთვის, ბატონი გოგი ამ შემთხვევაშიც ცრუობს. აღნიშნულ შენობაში მოქალაქეები ფაქტობრივად უკანონოდ არიან შესახლებული, თუმცა სახელმწიფო ვალდებულია თავის მოქალაქეებზე იზრუნოს და ამიტომაც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 1 მილიონი ლარი გამოყო ქალაქის უსახლკარო მოქალაქეებისთვის სოციალური საცხოვრისების მოსაწყობად," - ამბობს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია.

თამუნა სხულუხია


ნანახია: 1685-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერის 400 000 ლარიანი სარეზერვო ფონდი ძირითადად მოქალაქეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარებებით უზრუნველყოფაზე დაიხარჯა,
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის შეთავაზებასთან დაკავშირებით, ქალაქის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.
ქუთაისის მერიას სარეზერვო ფონდის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ.
„თავისუფალი საქართველო“-ს იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გოგი წულაიას ქუთაისის მერიაში პასუხობენ.
'თავისუფალი საქართველო' მერიას მორიგ ბრალდებებს უყენებს.
'თავისუფალი საქართველო' შპს 'პარკინგსერვისს' თანხების არამიზნობრივ ფლანგვაში ადანაშაულებს.

ამინდი