Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიის ააიპ-ებში ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი გამოცხადდა

თარიღი : 13-01-2016, 15:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ააიპ-ებში ვაკანსიები გამოცხადდა. ვაკანსიები ა(ა)იპ ,,ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებასა" და ა(ა)იპ ,,ქალაქ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება"-ს ეხება.

კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებაში კონკურსის წესით სპეციალისტებს, უფროს სპეციალისტებს, იურისტს, ბუღალტერსა და მმართველის მოადგილეს შეარჩევენ (სულ 8 ვაკანსია).

რაც შეეხება სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებას, დაწესებულებაში ვაკანტურად საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის, საქმის მწარმოებლის, ლოჯისტიკის მენეჯერის, შესყიდვების სპეციალისტის, საქალაქო ღონისძიებების მართვის განყოფილების სპეციალისტის, ამავე განყოფილების უფროსის, მონიტორინგის ჯგუფის სპეციალისტის, მონიტორინგის ჯგუფის უფროსის, გაერთიანების ბუღალტერის, ადმინისტრაციის უფროსისა და მმართველის მოადგილის პოზიციებს ეხება.

კონკურსი განაცხადების გადარჩევის, ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპებს მოიცავს. კონკურსში მონაწილეებს განაცხადების გაკეთება მიმდინარე წლის 12 იანვრიდან 22 იანვრის ჩათვლით შეეძლებათ.


ნანახია: 2101-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის პოზიცია ვაკანტურია.
ქუთაისის კულტურის სახლში მასწავლებელთა დღე აღნიშნეს.
ქუთაისის მერიაში გამოცხადებული რეორგანიზაციის პროცესი პირველ მარტს დასრულდება.
მრავალშვილიანი ოჯახი ქუთაისში, გვანცელაძის ქუჩაზე, ხანძრისგან დაზიანებულ სახლში ცხოვრობს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქუთაისის მერიას ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილი მმართველის სოსო გაბრიჩიძის
კონცერტი ქუთაისის ოპერის თეატრში 29 დეკემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.

ამინდი