ტყიბულის შახტაში ჭერის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
თარიღი : 13-10-2013, 11:14 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში ჭერის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შახტაში მიკროდარტყმის შედეგად ჭერი ჩამოინგრა და მე-6 სანგრევის მუშა ლევან მეფარიძე გარდაიცვალა. როგორც შპს "საქნახშირ GIG"- ის გენერალურმა დირექტორმა ვალერი კუხალაშვილმა განაცხადა, შემთხვევა გამთენიისას მოხდა, სამაშველო სამსახურმა დაშავებულის ნანგრევებიდან გამოყვანა მალევე მოახერხა, თუმცა ის საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
"შუაღამისას, მინდელის სახელობის შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა. დაგვეღუპა 1980 წელს დაბადებული თანამშრომელი. მიუხედავად იმისა, რომ სამაშველო სამსახურმა მისი გამოყვანა მალე მოახერხა, გადარჩენა ვერ შევძელით", - განაცხადა კუხალაშვილმა.
ნანა რაზმაძე, ტოპნიუსისთვის ტყიბულიდან