ქუთაისელ მხარდამჭერებს ზაზა ფაჩულია სკაიპით მიესალმება
თარიღი : 13-01-2016, 12:43 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში მდებარე ბარ-რესტორანი „ალმანო“ ქალაქის მერიის, ასევე ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირის მხარდაჭერით, ზაზა ფაჩულიასადმი მიძღვნილ აქციაში ერთვება. აქცია მიმდინარე წლის 15 იავარს, 18:00 საათზე გაიმართება.
როგორც ცნობილია, ზაზამ ფაჩულიამ ქართველი გულშემატკივრების ძალისხმევის შედეგად, ხმების ოდენობით დასავლეთის საუკეთესო კალათბურთელთა 10-ეულში გადაინაცვლა და ისეთ ვარსკვლავებს გაუსწრო, როგორებიც არიან დემარკუს ქაზენსი და დირკ ნოვიცკი. ხმის მიცემა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ფეისბუქის, გუგლის, ინსტაგრამისა და ტვიტერის მეშვეობით. ამისათვის, სტატუსის ველში უნდა დაწეროთ: #NBAVoteZazaPachulia.
ბარ - რესტორან „ალმანოში“ დაგეგმილ საღამოზე ზაზა ფაჩულია ქუთაისელ გულშემატკივრებს სკაიპის მეშვეობით მიესალმება. მხარდაჭერების ძალისხმევის შედეგად კი, ზაზა ფაჩულიას
შესაძლებლობა მიეცემა ითამაშოს კალათბურთის სამყაროსთვის ყველაზე ცნობილ თამაშში.