Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მართვის მოწმობის ქულებსა და მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვის კანონპროექტზე პარლამენტი შსს-თან შეხვედრას გამართავს

თარიღი : 12-01-2016, 17:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვების დაწყებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამუშაო შეხვედრის გამართვა იგეგმება. ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკომინიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა. საუბარია საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც მართვის მოწმობებზე ქულების დაწესებას, მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვას, ასევე ავტომობილების წლოვანების მიხედვით განბაჟების საფასურების შეცვლას და სხვა სიახლეების დანერგვას ითვალისწინებს.

"საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობიდან პარლამენტში შემოსულია. ის საგაზაფხულო სესიაზე უნდა განვიხილოთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ მანამდე წამყვანმა კომიტეტმა სამუშაო შეხვედრის ორგანიზება გააკეთოს და მთელ რიგ კითხვაზე, რაც არსებობს, ინიციტიავის ავტორებისგან მივიღოთ პასუხი და ამის შემდეგ დავგეგმოთ, თუ როდის იქნება საკომიტეტო მოსმენა და ის იქნება, თუ არ იქნება," - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს განსახილველად დეკემბერში წარედგინა.


ნანახია: 2404-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პარლამენტი ავტომობილებთან და საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის დაწყებისთვის ემზადება.
კანონპროექტით გათვალისწინებულია მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის შემოღება. აღნიშნული ქულები ადმინისტრაციული
აღნიშნულთან დაკავშირებით ხუციშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც მთავრობის მიერ ინიცირებული
ეს არის ქაოსური მოძრაობა,რაც უარყოფითად აისახება ტურისტულ, ტრანზიტულ პოტენციალზე
როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით 2017 წელს რამდენიმე სიახლე აქვს დაგეგმილი.
საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ინიციატორი მთავრობაა, ითვალისწინებს მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის დაკავშირებას და უკონტაქტო

ამინდი