ვარციხეში ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის ბავშვის სიცოცხლე ემხვერპლა
თარიღი : 12-01-2016, 17:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

12 წლის გოგონას ქუჩაზე გადასვლისას ავტომობილი დაეჯახა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
"ბავშვი ქუჩაზე გადარბოდა, სწრაფად მომავალმა მანქანამ დამუხრუჭება ვერ მოასწრო და ბავშვს დაეჯახა. 112-ზე დავრეკე, პატრულიც მალე მოვიდა. მძღოლი დააკავეს," - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.