"ჩვენთვის მაღარო იყო, სახლიც, კარიც და ერთადერთი შემოსავლის წყაროც. რა გვეშველება არ ვიცი"
თარიღი : 12-01-2016, 16:43 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ჭიათურაში არსებული 7 მაღაროს 3 700 მუშა სამსახურის გარეშე დარჩა.
როგორც მაღაროელები აცხადებენ, კომპანიამ მაღაროში დასაქმებულებთან 13-პუნქტიანი შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმად 4 თვის განმავლობაში, ხელფასის 60% დაერიცხებათ და აქვე დაექვითებათ საშემოსავლოს 20%. სადაზღვეო პაკეტი კი ძალაში რჩება.
მაღაროელების თქმით, მათ საბანკო სესხები აქვთ აღებული, რის გადახდასაც ისინი ვეღარ შეძლებენ.
"ჩემთვის მაღარო იყო, სახლიც, კარიც და ერთადერთი შემოსავლის წყაროც. ახლა რა გავაკეთო არ ვიცი. გვეუბნებიან მაისის ბოლოს სამსახურში აგიყვანთო, მაგრამ მაღაროელების უმრავლესობას არ გვჯერა,"- აცხადებს მაღაროელი.
"ჯორჯიან მანგანეზში" აცხადებენ, რომ საერთაშორისო ბაზარზე არსებული დაბალი ფასების გამო და მადანზე პროდუქციაზე შემცირებული მოთხოვნის გამო, კომპანიამ გადაწყვიტა, სპეციალურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდეს, რაც 4 თვით მანგანუმის მოპოვების შეჩერებას ითვალისწინებს.
"ჯორჯიან მანგანეზის" პრესსმასახურის წარმომადგენლის ზაქარია ზალიკაშვილის განცხადებით, 20 მაისიდან მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდება და კომპანია მასზე დაკისრებულ სხვა ყველა ვალდებულებას შეასრულებს.
"როგორ მითითებული იყო მუშაობის სპეციალური რეჟიმზე გადავედით. მანგანუმის პროდუქციაზე უპრეცედენტოდ არსებული დაბალი ფასის გამო საერთაშორიოს ბაზარზე. მეტალურგიაში არსებული მძიმე დინამიკის გამო, ფოლადზე მოთხოვნა შემცირებულია მოგეხსენაბთ, რომ მანგანუმი ფოლადისთვის გამოიყენება. ბევრმა ქარხანამ საერთაშორისო ბაზარზე საერთოდ შეწყვიტა ფუნქციონირება. ჩვენ კი 4 თვის შემდეგ დავუბრუნდებით მუშაობის ჩვეულ რეჟიმს. გეგმები არ იცვლება," - განაცხადა ზაქარია ზალიკაშვილმა.
შეგახსენებთ რომ "ჯორჯიან მანგანეზი" არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობოექტი დასაქმებულების მხრიდან.მაღარობეში არსებული, ურთულესი სამუშაო პირობებისა და გაუმართავი ტექნიკის გამო. გასულ წელს მასშტაბური საპროტესტო აქციები და გაფიცვები მოეწყო მაღაროლების მხრიდან ისინი სახელმწიფოსგან ქმედით ნაბიჯებს და აღნიშნული კომოპანიისთვის, ლიცენზიის ჩამორთმევას ითხოვდნენ.