ვანში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
თარიღი : 12-01-2016, 15:54 | კატეგორია: ახალი ამბები

ვანის მუნიციპალიტეტს სტიქიის მიერ მიყენებული ზიანის სალიკვიდაციოდ საქართველოს მთავრობის განკარგულებით 257 700 ლარი გამოეყო.
სტიქია, რომელსაც მუნიციპალიტეტში მოსახლეობის დაზარალება და ობიექტების დაზიანება მოჰყვა, გასული წლის ნოემბერში, უხვმა ნალექმა გამოიწვია.
ხელისუფლების მიერ გამოყოფილი თანხით მუნიციპალიტეტსა და მის სოფლებში (გადიდი, ძულუხი,ზედავანი, გორა, ამაღლება, სულორი, სალომინაო, საპრასია, უხუთი და სალხინო) 22 დასახელების სხვადასხვა სამუშაოს შესრულება დაიგეგმა.აღნიშნული თანხიდან დაზარალებულ მოსახლეობაზე ფულადი დახმარების სახით 35 000 ლარი გადანაწილდა, ხოლო
სოფელ ფერეთაში მცხოვრებ შალვა ქარციძეს სახლის შესაძენად სარეზერვო ფონდიდან 5 000 ლარი გამოეყო.

რაც შეეხება სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის უკვე შესრულებულ სამუშაოებს, ის ასე გამოიყურება:რეაბილიტირდა ორი სანიაღვრე არხი; მოეწყო ხუთი ნაპირსამაგრი ნაგებობა;
მოხდა ორი მეწყრული და მეწყერსაშიში ზონის ლიკვიდაცია; მოეწყო ოთხი ერთეული გზის დამცავი კედელი, რვა ერთეული სახიდე გადასასვლელი და ბოგირი.