Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

შეაჩერე ანექსია-სტუდენტები ცოცხალ ჯაჭვში

თარიღი : 13-10-2013, 00:00 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
"შეაჩერე ანექსია", - ამ მოწოდებით ხვალ, 3 საათზე, საქართველოს დიდ ქალაქებში-თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში სტუდენტები საქართველოს ოკუპაციას გააპროტესტებენ.
აქცია სოციალური ქსელის მეშვეობით დაიგეგმა და მას ამ დროისათვის 1321 ადამიანი უერთდება.
"როგორც იცით, რუსეთის საოკუპაციო ჯარი აგრძელებს ე.წ. სასაზღვრო ზოლის გადმოწევას და ქართული სოფლების ანექსირებას. ოკუპანტებმა სოფელ დვანის მოსახლეობა აიძულეს, რომ ოკუპირებულ ზოლში დარჩენილი სახლები დაეცალათ და მოეხდინათ მათი დემონტაჟი. ჩვენ, სტუდენტების ნაწილი ვფიქრობთ, რომ აუცილებელია მომხდარი ფაქტის გაპროტესტება. გთავაზობთ, რომ საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გავმართოთ თვითორგანიზებული მანიფესტაცია. 13 ოქტომბერს, კვირას, 3 საათზე, თბილისის, რუსთავის, თელავის, გორის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებზე 15 წუთის განმავლობაში ჩავდგეთ ცოცხალ ჯაჭვში, რათა გავაპროტესტოთ ჩვენი ტერიტორიების მცოცავი ოკუპაცია და დავანახოთ საერთაშორისო საზოგადოებას, როგორც ჩვენს პოლიტიკურ მოკავშირეებს, ისე მოწინააღმდეგეებს, რომ პოლიტიკური და იდეოლოგიური განსხვავებების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეების აბსოლიტური უმრავლესობა არ ეგუება და ერთიანი ძალებით იბრძვის მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ," - ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
ქუთაისში აქცია რუსთაველის გამზირისა და წერეთლის ქუჩის მონაკვეთებზე გაიმართება.


ნანახია: 2070-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხვალ 18:00სთ–ზე ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, კოლხურ შადრევანთან, მორიგი აქცია გაიმართება, აქციის მონაწილეები ცოცხალ ჯაჭვს
"არა მცოცავ ოკუპაციას", ამ დევიზით ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დვანში აქციას გამართავენ.
ქუთაისელი სტუდენტები და ჟურნალისტები დღეს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში რუსი მესაზღვრეების მიერ საზღვრის გადმოწევის
"არა მცოცავ ოკუპაციას", ამ დევიზით ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ
აქცია 17 ივლისს, 18:00 საათზე, მესხიშვილის თეატრთან არის ჩანიშნული.
საპროტესტო აქცია დღეს, მესხიშვილის თეატრის წინ 18:00 საათზე დაიწყება.

ამინდი