"ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯები გაზრდილია'
თარიღი : 12-01-2016, 14:36 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

"ახალი პოლიტიკური ცენტრის-გირჩი"-ს ხელმძღვანელი ზურაბ ჯაფარიძე ქუთაისის ვიცე-მერს კონსტანტინე ქავთარაძეს პასუხობს. "გირჩი"-ს ქუთაისის ოფისმა 11 დეკემბერს, ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტის გაღარიბების თემას ბრიფინგი მიუძღვნა, რის გამოც ვიცე-მერმა ახალი პოლიტიკური ცენტრი ფინანსური საკითხების მიმართ არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა. ვიცე-მერის კრიტიკას მოგვიანებით ზურაბ ჯაფარიძემ უპასუხა.
"ქუთაისის ვიცე-მერმა ბრალი დადო გირჩს, თითქოს ჩვენ არაზუსტი ინფორმაცია გავავრცელეთ. სინამდვილეში ჩვენ რაც ვთქვით, ეს არის ზუსტად ესე. თუ ვნახავთ ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტს, ვნახავთ, რომ ერთის მხრივ ერთი მესამედით შემცირებულია, მეორეს მხრივ, ბიუროკრატიის ხარჯები-ხელფასები, პრემიები და ასე შემდეგ, ჯამში არის გაზრდილი დაახლოებით 130 000 ლარით. ეს არის ზოგადი ტენდნეცია, რომელიც არის მთელს ქვეყანაში. "გირჩი" პასუხს აგებს თითოეულ ციფრზე, რომელიც იქ გუშინ იქნა გაჟღერებული," - აცხადებს ჯაფარიძე.