სლოვაკეთის დელეგაცია სტუმრად იმერეთში
თარიღი : 12-01-2016, 13:14 | კატეგორია: ახალი ამბები

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სლოვაკეთიდან ჩამოსულ დელეგაციას უმასპინძლეს. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ქალაქ პოვაჟსკა – ბისტრიცას მერი კაროლ იანასი ესწრებოდნენ. მხარეებმა რეგიონებს შორის საერთაშორისო, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.
დღესვე, სლოვაკეთის დელეგაცია ზესტაფონის მუნიციპალიტეტს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ორ ქალაქს შორის ოფიციალური მემორანდუმის გასაფორმებელი პროექტი განიხილეს.
დღესვე, სლოვაკეთის დელეგაცია ზესტაფონის მუნიციპალიტეტს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ორ ქალაქს შორის ოფიციალური მემორანდუმის გასაფორმებელი პროექტი განიხილეს.