Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოს მოქალაქეებმა პირადობისა და პასპორტების დაზღვევა დაიწყეს

თარიღი : 12-01-2016, 11:27 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
დოკუმენტების დაზღვევის პროექტის ფარგლებში (რომელიც 2015 წლის 23 დეკემბრიდან დაიწყო), უკვე მიღებულია 2401 განაცხადი, აქედან პირადობა - 1427, პასპორტი - 974.

პირადობის ელექტრონული მოწმობის მე-10 სამუშაო დღეს მიღებისთვის დაზღვევის ღირებულება მხოლოდ 3 ლარს შეადგენს, დაზღვევის გარეშე საბუთის საფასური 33 ლარია. თუ მოქალაქეს პირადობის მოწმობის აღდგენა იმავე დღეს სურს, ასეთ დროს დაზღვევის ფასი 7 ლარია, ხოლო დაზღვევის გარეშე მოწმობის იმავე დღეს მიღების საფასური 68 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება პასპორტს, ამ შემთხვევაში დაზღვევის ფასი 5 ლარია, ხოლო დაზღვევის გარეშე საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი მე-10 სამუშაო დღეს 103 ლარის გადახდის სანაცლოდ გაიცემა. თუ მოქალაქეს პასპორტის აღდგენა იმავე დღეს სურს, ასეთ დროს დაზღვევის ფასი 10 ლარია, ხოლო დაზღვევის გარეშე პასპორტის იმავე დღეს მიღების საფასური 208 ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების დაკარგვის ან დაზიანების გამო, მოქალაქეებს დოკუმენტის დაზღვევის შემთხვევაში, საბუთების აღდგენა ზედმეტი დანახარჯების გარეშე შეეძლებათ.


ნანახია: 1869-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების დაკარგვის ან დაზიანების გამო, მოქალაქეებს დოკუმენტის დაზღვევის შემთხვევაში, საბუთების
აქციის ფარგლებში პირადობის მოწმობის უფასოდ აღებას შეძლებენ ის პირები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი
ატესტატის მისაღებად აბიტურიენტებმა იუსტიციის სახლის სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში
2012 წლიდან დღემდე 1 753 081 პირადობის მოწმობა გაიცა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 084 544 მოქალაქე უკვე ფლობს ელექტრონულ

ამინდი