Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის მაღაროებმა მუშაობა დროებით შეაჩერა- 3 700-მდე მუშა სამსახურის გარეშე დარჩა

თარიღი : 11-01-2016, 22:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
20 იანვრიდან "ჯორჯიან მანგანეზს" ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადაჰყავს.
ამის შესახებ "ჯორჯიან მანგანეზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან გახდა ცნობილი.
"ჭიათურის სამთო გამადიდრებელი კომბინატი მუშაობის სრულ რეჟიმს 2016 წლის 20 მაისიდან დაუბრუნდება. ამ პერიოდში, საწარმოში ყველა დასაქმებულს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი, არსებული სატარიფო განაკვეთის 60%, სამედიცინო დაზღვევევის სრული პაკეტი და არსებული სხვა და სხვა შეღავათები", - აცხადებენ კომპანიაში.
მათივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება განაპირობა მსოფლიოში მანგანუმის პროდუქციაზე დაბალმა მოთხოვნამ, "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ მოპოვებული მადნის ჭარბმა მარაგებმა და მსოფლიო მეტალურგიულ ბაზარზე ღრმა სტაგნაციურმა პროცესებმა.
"ეს გადაწყვეტილება რთული მისაღებია და ჩვენ სრულიად ვიზიარებთ ჩვენი თანამშრომლების გულისტკივილს, თუმცა გვწამს, რომ დღესდღეობით ეს ერთადერთი გონივრული გზაა კომპანიის ქმედითურიანობის შესანარჩუნებლად", - განაცხადა "ჯორჯიან მანგანეზის" დირექტორმა ველველ ლოზინსკიმ.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, 2015 წლის დასაწყისიდან მსოფლიო მეტალურგიულ ინდუსტრიაში დაფიქსირებულმა მკვეთრად ნეგატიურმა დინამიკამ და ფოლადზე შემცირებულმა მოთხოვნამ დიდი გავლენა იქონია ფოლადის მწარმოებელთა და გადამამუშავებელთა არსებობაზე. შედეგად გასული წლის მონაცემით სხვა და სხვა ქვეყნებში ათობით ფოლადის მწარმოებელი ქარხანა უკვე დაიხურა.
"როგორც ცნობილია მანგანუმის შენადნობები: ფერომანგანუმი, ფეროსილიკომანგანუმი და სილიკომანგანუმი ფოლადის გადამუშავებაში და წარმოებაში აუცილებელი კომპონენტია. მსოფლიო მეტალურგიაში შექმნილმა ღრმა კრიზისულმა სიტუაციამ მანგანუმის პროდუქციაზე მოთხოვნის მკვეთრად შემცირება და უპრეცედენტოდ დაბალი ფასი გამოიწვია", - აღნიშნეს "ჯორჯიან მანგანეზში".


ნანახია: 1852-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჭიათურაში არსებული 7 მაღაროს 3 700 მუშა სამსახურის გარეშე დარჩა.
სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველის პოზიციაზე ნიკოლოზ ჩიქოვანი დაინიშნა.

ამინდი