ხარაგაულის სოფელში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა
თარიღი : 11-01-2016, 17:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ თემურ ჩხეიძემ, სოფელ ვარძიაში ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი მოინახულა. მერაბ ნიქაბაძის ორსართულიანი სახლი გუშინ ღამით, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ელექტროსადენებიდან გაჩენილი ცეცხლით მთლიანად დაიწვა. ნიქაბაძეების ოჯახი, რომელთაც საკუთარი სახლიდან ვერაფრის გადარჩენა ვერ შესძლეს, ძმის ოჯახს აფარებს თავს. ხუთი წევრისგან შემდგარი ოჯახი სოციალურად დაუცველია.
ხარაგაულის გამგებლის მოადგილის თქმით, პირველ ეტაპზე, მერაბ ნიქაბაძის ოჯახს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადი დახმარების სახით, დაახლოებით 500 ლარამდე თანხა ჩაერიცხება. ხოლო შესაბამისი კომისიის დასკვნის დადების შემდეგ, პირად ანგარიშზე 2 400 ლარს მიიღებენ.
დღესვე, გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ვარძიაში მზექალა გლუნჩაძემ და ა(ა)იპ „სათნოების სახლის“ დირექტორმა გიორგი ჩიჩილიძემ დაზარალებულ ოჯახს პირველადი მოხმარების ნივთები და საკვები პროდუქტები გადასცა.

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის დავით კიკნაძის ინფორმაციით, ნიაქაბაძეების ოჯახს, რომელთაც სასკოლო ასაკის ბავშვები ჰყავთ, რესურსცენტრი წიგნებით და სხვა საჭირო ნივთებით დაეხმარება.