Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მძღოლების პროტესტს ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილება პასუხობს

თარიღი : 11-01-2016, 17:12 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში, საქალაქო სატრანსპორტო საშუალებებზე დასაქმებული მძღოლების საპროტესტო აქციას ქალაქის მერიის ტრანსპორტის განყოფილება პასუხობს. მძღოლებმა აქციაზე მერიის მიერ ტენდერში ჩადებული პირობები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეთა თქმით, კაბალური პირობების ჩადების გამო, მძღოლებს მუშაობა აღარ უღირთ.

ქალაქის მერიის ტრანსპორტის განყოფილებაში აცხადებენ, რომ 2015 წლამდე მუნიციპალიტეტში არსებობდა კონკურსის ჩატარების წესი, რომელიც ვერანაირი გათვლებით ვერ პასუხობდა ეფექტურ მიდგომებს.

" ნებართვის საფასურები იყო ძალიან დაბალი. ე.წ ,,ბაზების" გარეშე კონკურსში მონაწილეობა აზრს მოკლებული იყო, წესი ავტომატურად სფეროს მონოპოლიზებას იწვევდა და იმ დროს არსებული ფორმულის მიხედვით, პრაქტიკულად გამორიცხავდა მსხვილი კომპანიის გარეშე მონაწილეობის მიღებას და გარიგებების მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორად გვევლინებოდა. ფორმულის კომპონენტები მორგებული იყო მექანიზმზე, რომელიც სუბიექტივიზმის არსებობას აშკარად უწყობდა ხელს. არ ხდებოდა ავტოპარკის რეგულარული განახლება, დროის გრაფიკებისა და სვლა-გეზების დაცვა. პროცესს არც სფეროს მოწესრიგებისა და არც ფისკალური ეფექტი არ ჰქონდა. 2013 წელს ბიუჯეტში ნებართვების საფასურიდან შემოსავალს 270,0 ათასი ლარი, ხოლო 2014 წელს 300,0 ათასი ლარი შეადგენდა. 2011 წლიდან არ მომხდარა ავტოპარკის განახლება. მომსახურების დაბალი ხარისხი კი მოსახლეობაში ნეგატიური განწყობის მატებას უწყობდა ხელს," - ნათქვამია განცხადებაში.

ქალაქის მერიის ტრანსპორტის სამსახურში იმასაც ამბობენ, რომ ტრანსპორტის სფეროს საზოგადოებრივ ინტერესებზე გათვლის მიზნით, მერიამ წესი შეიმუშავა, რომელიც მგზავრობის ტარიფის შენარჩუნებას, ბიუჯეტის შემოსულობების ზრდას, ავტოსატრანპსორტო საშუალებების გაუმჯობესებასა და მძღოლების გამოცდილებაზე ორიენტირებას ისახავდა მიზნად.

"ამ წესით ღია და გამჭირვალე კონკურსით გათამაშდა M2 კატეგორიის 20 სამარშრუტო ხაზი, რომელზედაც ყოველთვიური საფასურის სახით ბიუჯეტში შედიოდა 10,0 ათას ლარამდე და დღეს 4-ჯერ მეტი 40,0 ათას ლარზე მეტი თანხის მობილიზება ხდება ყოველთვიურად. 2016 წლის ბიუჯეტში წლიურად ეს თანხა 600,0 ათას ლარს გადააჭარბებს. 20 სამარშრუტო ხაზიდან 18-ზე მოქმედმა გადამზიდავებმა მოიპოვეს ნებართვები, ხოლო #38 და #23 სამარშრუტო ხაზებზე ახალმა ნებართვის მაძიებელმა გაიმარჯვა.საყურადღებოა ის გარემოება, რომ #23 სამარშრუტო ხაზზე ძველი (ახალი წესის მიღებამდე) საფასური იყო 600 ლარი, ახალი რეგულაციით დადგინდა 1350 ლარი და კონკურსის შედეგად დაფიქსირდა საბაზრო ფასი 4777 ლარის ოდენობით.ასევე #38 სამარშრუტო ხაზზე ძველი (ახალი წესის მიღებამდე) საფასური იყო 520 ლარი, ახალი რეგულაციით დადგინდა 1200 ლარი და კონკურსის შედეგად დაფიქსირდა საბაზრო ფასი 3600 ლარის ოდენობით.

M2 კატეგორიის 20 სამარშრუტო ხაზის კონკურსზე მონაწილე აბსოლუტურად ყველა პრედენდენტმა დააფიქსირა მგზავრობის საფასურის შენარჩუნების დასტური, რაც ახალი წესის შესაბამისად პრეტენდენტების კომპეტენციას წარმოადგენდა, და მათ მგზავრობის საფასურის გაზრდის შესაძლებლობაც ჰქონდათ. ამავდროულად #38 და #23 სამარშრუტო ხაზებზე გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ავტოსატრანპსორტო საშუალებების რეესტრში შედიოდა მნიშვნელოვნად ახალი წარმოების ავტომობილები, რომელთა გამოშვების წლის საშუალო მაჩვენებელი იყო 2013 წელი.

აღსანიშნავია ისიც, რომ #38 და #23 სამარშრუტო ხაზებზე დამარცხებულმა პრეტენდენტებმა ამ კონკურსის შედეგად სხვა ლოტებზე გაიმარჯვეს, წარმოადგინეს უკეთესი სატრანსპორტო საშუალებები და ბიუჯეტში შესატანი მნიშვნელოვნად გაზრდილი თანხები. თუმცა სადაც გაიმარჯვეს იქ კონკურსის წესი არ გაუპროტესტებიათ. რა თქმა უნდა, აღნიშნული წესის მთავარი უპირატესობა გახლდათ, რომ ,,მძღოლებს" დამოუკიდებლად, ყოველგვარი ზედმეტი ,,რგოლების" გარეშე შეეძლოთ კონკურსში მონაწილეობის მიღება და ყველას შეეძლო წინასწარ გაეთვალა ფორმულა და სცოდნოდათ საკუთარი შეფასება, რომელსაც კომისია ვერანაირად ვერ შეცვლიდა ახალი წესის შესაბამისად. ამ ყველაფერზე ქალაქის ხელმძღვანელობამ არაერთხელ გაამახვილა ყურადღება გადამზიდავებთან შეხვედრების დროს, ასევე საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით.

აღნიშნულმა რეფორმამ ყოფილ ჩინოვნიკებზე იმოქმედა. უპირველეს ყოვლისა, ისინი დამარცხებული სხვადასხვა კომპანიის მძღოლების ემოციურ ფონს შეიძლება კარგად ამოეფარონ. სამარშრუტო ხაზები არის და ყოველთვის იყო ქალაქის საკუთრება, კონკურსები კიდევ გამოცხადდება და ყველას აქვს მასში მონაწილეობის მიღების და საკუთარი შესაძლებლობების განსაზღვრის უფლება," - ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 1692-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერია ქალაქში სხვადასხვა მიმართულებით მგზავრების ტრანსპორტირების უფლების მოსაპოვებლად სატრანსპორტო საშუალებებს ახალი
ქუთაისის მერია ქალაქში სხვადასხვა მიმართულებით მგზავრების ტრანსპორტირების უფლების მოსაპოვებლად სატრანსპორტო საშუალებებს ახალი
აქციის მონაწილეების თქმით, ტენდერში მერიის მიერ კაბალური პირობების ჩადების გამო, მძღოლებს მუშაობა აღარ უღირთ.
ქუთაისის მერიის მიერ 18 საქალაქო სატრანსპორტო ხაზზე გამოცხადებული კონკურსი 29 მაისს დასრულდება.
მომხდარის გამო სამსახურმა ნებართვის გაცემის წესი შეცვალა
ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტზე დასაქმებული მძღოლების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა. როგორც ცნობილი ხდება, მათ მუშაობა განაახლეს, თუმცა

ამინდი