გამოხმაურება topnews.com.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალაზე და მრევლის ქველმოქმედება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითის წმ.გიორგის სახელობის ტაძრის მრევლი და გეგუთის №1 საჯარო სკოლის წარმომადგენლები დღეს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში მცხოვრებ დვალიშვილების ოჯახს ესტუმრნენ. მათ ოჯახს ქველმოქმედებით შეგროვილი საკვები, ბავშვებისთვის ჰიგიენის საშუალებები და ტანსაცმელი ჩაუტანეს.
,,ოჯახის მდგომარეობისა და მათთან დატრიალებული ტრაგედიის შესახებ საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ზე გამოქვეყნებული ,,ნიუსიდან" გავიგეთ. გადავწყვიტეთ ჩვენი წვლილი შეგვეტანა ამ კეთილ საქმეში. მიხარია, რომ ამ ამბავს გამოხმაურება მოჰყვა და ჩვენს მრევლთან ერთად დახმარების სურვილი გეგუთის სკოლამაც გამოთქვა. ოჯახი მართლაც სავალალო მდგომარეობაშია. ვიმედოვნებ, სხვებიც შემოგვიერთდებიან მათ დასახმარებლად,"-განაცხადა სოფელ ოფშკვითის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნემ იაკობ შენგელიამ.
შეგახსენებთ, რომ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში ორი მცირეწლოვანი დედის გარეშე დარჩა. დვალიშვილების ოჯახის რძალი, 23 წლის გოგონა თრომბით გარდაიცვალა.