Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"პარკირების პრობლემის ოცნებისეული გადაწყვეტა არ ამართლებს"

თარიღი : 11-01-2016, 15:38 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს წარმომადგენლებმა ქუთაისში, პარკირების კუთხით არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

"დაახლოებით 4 თვის წინ, ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ განაცხადა, რომ ქალაქში არ აიკრიბებოდა მოსაკრებელი, პარკირება იქნებოდა უფასო და ახალი წლიდან ეს საკითხი იქნებოდა მოხსნილი დღის წესრიგიდან, ქალაქი იგრძნობდა შვებას. უკვე თერთმეტი იანვარია და ყველა ვხედავთ რა სიტუაციაა ქალაქში. ფაქტობრივად არც არაფერი გაკეთებულა. ამიტომ მოვუწოდებთ ქალაქის მერს, რომ გამოვიდეს უპასუხისმგებლობიდან, რადგან პარკირების საკითხის მოუწესრიგებლობის პრობლემას ქუთაისის ყველა მცხოვრები ვგრძნობთ, რომლებიც მანქანით გადავაადგილდებით,"- ამბობს "ევროპა ჩვენი სახლია"-ს თავჯდომარე გია გოქაძე.

ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, პარკირების საკითხის მოწესრიგების მიზნით, ქალაქის ბიუჯეტიდან 300 000 ლარი დაიხარჯა, ხოლო დაახლოებით 2 მილიონი ლარის ღირებულების შენობა გადაეცა მერიის მიერ დაფუძნებულ შპს "პარკინგსერვისს", რომელიც პარკირების საკითხის მოწესრიგებაზეა პასუხისმგებელი.

" ქალაქის მერმა მოახდინა კერძო სექტორის ხელყოფა, მისი ნაციონალიზაცია და სახელმწიფოს დაუქვემდებარა ის, რასაც ქალაქში წარმატებით უძღვებოდა კერძო სექტორი. გასულ წელს სამი აუქციონი ჩატარდა ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ სამივე ჩაიშალა, რადგან პირობები მიუღებელი იყო ინვესტორებისათვის. შემდეგ გადაწყდა ამ ბიზნესის ნაციონალიზაცია, რაც ქალაქ ქუთაისის მერიის ბალანსზე გადასვლას გულისხმობს. მოხდა უცნაური რამ: ის პირობები, რაც დაწესებული იყო კერძო ინვესტორებისთვის, გამარტივდა. პარკირების პრობლემის ოცნებისეული გადაწყვეტა არ ამართლებს," -ამბობს "ევროპა ჩვენი სახლია"-ს დამფუძნერბელი თორნიკე ბარათაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტას ახალი ტენდერის გამოცხადებაში ხედავს ინვესტორებისთვის მისაღები, გამარტივებული პირობებით.

თამუნა სხულუხია


ნანახია: 1636-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისის მერიას აკრიტიკებს.
ქუთაისში პარკირების ადგილების მოწყობა კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში არ მოხერხდება.
„ევროპა ჩვენი სახლია“ ქუთაისის მერიის მიერ ქალაქში პარკირების ადგილების მოსაწყობად აუქციონის მესამედ გამოცხადებას ეხმიანება.
ქუთაისის მერს შოთა მურღულიას ქალაქში პარკირების ადგილების მოსაწყობად გამოცხადებული აუქციონის ჩაშლაში ადანაშაულებენ.
შპს-ს დაფუძნებაზე მერიამ თანხმობა ქალაქის საკრებულოსგან უკვე მიიღო.
ქუთაისში პარკირების 272 ლოკაციაა, რაც დაახლოებით 3 000-მდე მანქანის პარკირების საშუალებას იძლევა.

ამინდი