ქუთაისში მიკროავტობუსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
თარიღი : 11-01-2016, 13:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში მიკროავტობუსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მერიის მიერ ჩატარებული ტენდერი და აქედან გამომდინარე დადებული ხელშეკრულების პირობები გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ტენდერში მერიის მიერ კაბალური პირობების ჩადების გამო, მძღოლებს მუშაობა აღარ უღირთ.
მძღოლების თქმით, ტენდერის პირობებში ასევე გათვალისწინებული იყო, რომ მიკროავტობუსები თანამედროვე და ახლადშეძენილი უნდა ყოფილიყო, რის გამოც ათეულობით მძღოლი სამუშაოს გარეშე დარჩა.
„კაბალური პირობებია. ამ პირობებს თითქმის ვერცერთი მიკროავტობუსი ვერ დააკმაყოფილებს, ითხოვენ თანამედროვე მარშუტკებს და აწესებენ მაღალ გადასახადებს, მგზავრობის ღირებულების გაზრდის უფლაბას კი არ გვაძლევენ. 20 წელია ქალაქს ვემსახურები და მერია მუშაობის საშუალებას არ გვაძლევს, რადგან თუ ტენდერში გაიმარჯვებ, ისეთი გადასახადების გადახდას გვაიძულებს, რომელსაც ვერ შევძლებთ", - აცხადებს სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ავთადილ ბენიძე.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ საპროტესტო აქცია იმ მძღოლებმა გამართეს, რომლებმაც ტენდერში ვერ გაიმარჯვეს. ქალაქის ვიცე-მერის კონსტანტინე ქავთარაძის თქმით, მძღოლებზე გადასახადების შემცირება არ იგეგმება.