Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"თავისუფალი საქართველო" ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მუშაობის შეფერხებას აპროტესტებს

თარიღი : 11-01-2016, 13:38 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
"თავისუფალი საქართველო"-ს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მუშაობის შეფერხებას აპროტესტებს. როგორც გოგი წულაიამ სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა მოსამართლე სამი იყო, თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნული მიმართულებით საქმეების განხილვა მხოლოდ ერთ მოსამართლეს აბარია, რის გამოც, როგორც წულაია ამბობს, პროცესების ჩანიშვნა და საქმეების განხილვა ჭიანურდება.

"იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ მოახერხა ის, რომ ან ძველისთვის გაეგრძელებინათ უფლებამოსილების ვადა ან ახალი მოსამართლე დაენიშნათ. ეს პროცესი სასამართლოს მუშაობის შეფერხებას, ადვოკატებისა და მოქალაქეების უკმაყოფილებას იწვევს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მდივნად უზნეოდ დაამტკიცა ლევან მურუსიძე, როცა ეს მათი ინტერესი იყო და წელიწადნახევარია ვერ ახერხებენ ერთი მოსამართლის დანიშვნას. ეს საბჭო უზნეო ადამიანების კრებულია, რომელთაც მხოლოდ პოლიტიკური მიზნები ამოძრავებთ და ამიტომ, ხელისუფლებას და პარლამენტს მოვუწოდებ, დროულად აირჩიონ საბჭოს ახალი შემადგენლობა," - ამბობს გოგი წულაია.


ნანახია: 2265-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეთა დეფიციტმა შესაძლოა სასამართლოს მუშაობის შეფერხება გამოიწვიოს.
წულაია გუშინ საპატრულო ეკიპაჟთან სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს
გოგი წულაია, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერიის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს.
როგორც წულაია ამბობს, ის პარტიის პოლიტიკური მდივანი გახდა და საქმიანობას ქუთაისში გააგრძელებს.

ამინდი