"გირჩი"-ს ბრალდებებს ქუთაისის მერიაში პასუხობენ-მსგავსი არაკომპეტენტურობა დამფუძნებლებსაც შერცხვებათ

ქუთაისის ბიუჯეტის გაღარიბების თემაზე "ახალი პოლიტიკური ცენტრის-გირჩი"-ს ქუთაისის ორგანიზაციის მიერ გამართულ ბრიფინგს ქალაქის ვიცე-მერი კონსტანტინე ქავთარაძე პასუხობს.
"გირჩი"-ს ქუთაისის ორგანიზაციის მტკიცებით, ქალაქის 2016 წლის ბიუჯეტში 16.5 მილიონი ლარით შემცირებულია ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. თითქმის 1.5 მილიონი ლარით მცირდება განათლების სფეროს დაფინანსებაც.
"გირჩი"-ს ბრალდებებს ფინანსური საკითხების მიმართ არაკომპეტენტურობით ხსნის ქალაქის ვიცე-მერი.
,,ძალზე დასანანია რომ პოლიტიკურმა გაერთიანება "გირჩ"-მა ქუთაისში თავისი მოღვაწეობა ასეთი აბსურდული ბრალდებით დაიწყო. პირველ რიგში ეჭვი მეპარება, რომ ამ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბატონი ჯაფარიძე ძალიან ძლიერი ფინანსისტია. ის საქართველოში აღიარებულია და ალბათ გადანახედიც კი არ აქვს ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტისთვის.
დღევანდელი ბრიფინგი ადგილობრივი წარმომადგენლების შემოქმედებას ჰგავს, რადგან მსგავსი არაკომპეტენტურობა თვითონ დამფუძნებლებსაც შერცხვებათ. რეგიონული განვითარების ფონდიდან 2016 წელს განსახორცილებელი პროექტები ჯერ არ დამტკიცებულა და არც თანხა ჩამორიცხულა. ეს თანხა უახლოეს დღეებში საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდება. რაც შეეხება შტატების დამატებას, ეს არის აბსურდი. მსგავსი რამ მერიაში არ იგეგმება,“-განაცხადა კოტე ქავთარაძემ.