Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"2016 წელი დაკარგულია ქუთაისის განვითარებისთვის"

თარიღი : 11-01-2016, 11:46 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ახალი პოლიტიკური ცენტრის- გირჩი"-ს ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა თემურ ცამციშვილმა ქუთაისის ბიუჯეტის გაღარიბების თემაზე ბრიფინგი გამართა.

"გირჩი"-ს ქუთაისის ორგანიზაციის მტკიცებით, ქალაქის 2016 წლის ბიუჯეტში 16.5 მილიონი ლარით შემცირებულია ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. თითქმის 1.5 მილიონი ლარით მცირდება განათლების სფეროს დაფინანსებაც.

"სანაცვლოდ, მერია იზრდის დაფინანსებას 345 000 ლარით. მრავალგზის გაბერილ შტატებს ემატება 4 ახალი ადგილი და ქუთაისს 2016 წლიდან ეყოლება 4 ახალი ჩინოვნიკი. ჯამში 130 000 ლარით იზრდება ჩინოვნიკების ხელფასები და პრემიები. ხელისუფლებას მოუწია ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის 14 მილიონი ლარით სეკვესტირება. ჟურნალ "განთიადის" გამოცემა ბიუჯეტს უჯდება 45 000 ლარი, ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისათვის გამოყოფილია მხოლოდ 5 000 ლარი.

2016 წლის სეკვესტრირებული ქუთაისის ბიუჯეტი ასახავს ქვეყანაში არსებულ მწვავე სავალუტო-ეკონომიკური კრიზისს. 2016 წელი დაკარგულია ქუთაისის განვითარებისთვის. პრიორიტეტები არასწორადაა განაწილებული და ჩინოვნიკების შენახვა კვლავ უფრო და უფრო ძვირი უჯდება გადასახდელების გადამხდელებს. პარალელურად კი მცირდება ინფრასტრუქტურის და განათლების სფეროში გაწეული ხარჯების ოდენობა," - " - აცხადებენ "გირჩ"-ში.

"ახალი პოლიტიკუირ ცენტრის ქუთაისის ოფისი ხელისუფლებას საშემოსავლო და მოგების გადასახადის გაუქმებისკენ, სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატის შემცირებისკენ, ქვეყნის ბიუჯეტიდან სოციალური ხარჯების მიზნობრივად გაწევისკენ, ეკონომიკური დანაშაულებების დეკრიმინალიზაციისა და მეტი თავისუფლების კუთხით ეკონომიკური რეფორმების გატარებისაკენ, ასევე, ქუთაისის საპარლამენტო ქალაქად აღიარებისაკენ მოუწოდებს.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ "გირჩი"-ს განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.


ნანახია: 2383-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"გირჩი"-ს ბრალდებებს ფინანსური საკითხების მიმართ არაკომპეტენტურობით ხსნის ქალაქის ვიცე-მერი.
"ახალი პოლიტიკური ცენტრის-გირჩი"-ს ხელმძღვანელი ზურაბ ჯაფარიძე ქუთაისის ვიცე-მერს კონსტანტინე ქავთარაძეს პასუხობს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრები ბიუჯეტის პროექტს იწუნებენ.
ბიუჯეტის პროექტი საკანონმდებლო ორგანოში უკვე შევიდა.

ამინდი