Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თვეების წინ ამოთხრილი და მიტოვებული სამუშაოები ვაჟა ფშაველას ქუჩაზე (ფოტოები ადგილიდან)

თარიღი : 10-01-2016, 19:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მდებარე ვაჟა-ფშაველას ქუჩა, რომელიც ქვაფენილითაა მოპირკეთებული, თვეებია ამორტიზირებულ მდგომარეობაშია.

ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ცაცხვების ქუჩიდან დები იშხნელებისა და ვაჟა ფშაველის ქუჩის კვეთამდე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მილი უნდა გაიყვანოს, თუმცა ცაცხვების ქუჩაზე მცხოვრებლები კომპანიას აღნიშნული სამუშაოს შესრულების უფლებას არ აძლევენ. მოსახლეობა განმარტავს, რომ ქუჩაზე მძიმე ტექნიკის მუშაობის შემდეგ მათ საცხოვრებელ სახლებსა და ღობეებს ბზარები გაუჩნდება.

"ეს თემა მერიას არ ეკუთვნის, გაერთიანებული წყალმომარაგების თემაა. მე როგორც ვიცი, მოსახლეობა აცხადებდა, რომ კომპანიას 300 მილის გაყვანის საშუალებას არ მისცემდნენ, რადგან ეზოებსა და სახლებს ბზარები გაუჩნდებოდა. თუმცა საბინაო სამსახური მათთან მოლაპარაკებას აწარმოებდა და სამუშაოები მალე განახლდება,"- აცხადებს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძე.

ქალაქის საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წევრი ამირან ძოწენიძე კი ამბობს, რომ თუ უახლოეს მომავალში აღნიშნულ ქუჩაზე არსებული პრობლემა არ მოგვარდება, ქუჩაზე გავლა შეუძლებელი იქნება.

"ქუთაისში ყველა ორმოს თავისი ისტორია აქვს. ამ მხრივაც გამორჩეულია გაბაშვილის გორაზე, პარკის ასასვლელთან, ვაჟა–ფშაველასა და დები იშხნელების ქუჩის კვეთაზე გათხრილი ორმო. საქმე შარშან შემოდგომით დაიწყო. წყლის მილის ჩასაგდებად ახლად დაგებული ქვაფენილის აყრა დაიწყეს. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, თუმცა მეზობლებმა დები იშხნელების ქუჩისკენ ტრანშეის გაჭრის უფლება აღარ მისცეს. მერიაში კითხვაზე, თუ როდის ამოავსებენ ორმოს, ორიგინალურად მიპასუხეს: მაშინ, როცა იშხნელებზე გავჭრით ორმოს და მილს ჩავდებთ –ო. ეს როდის იქნება-თქო?, აი მეზობლები ნებას, რომ დაგვრთავენ მაშინ-ო. მეზობლები ნებას როდის დაგვრთავენ, ეს არ ვიცით-ო. ამ იწილო -ბიწილოში დრო გადის, ორმო სულ უფრო ფართოვდება და სიგრძეშიც იზრდება, ცოტაც და მეზობლების შიში, რომ გზა გადაიკეტებოდა, რეალობად იქცევა. ძეგლთა დაცვის სააგენტოს მივმართავ: 30–საუკუნოვან ქალაქში ერთი კარგი ისტორიული ორმო კი უნდა გვქონდეს და როგორც ჩანს, ამ ორმოს ამომვსებელი მერია არ არის და ძეგლის სტატუსი მიანიჭეთ, ასე მაინც გაამართლეთ მერიის უსაქმურობა, თორემ გაივსო ლოგინი ფეხებით, უკაცრავად ქალაქი ორმოებით,"- აცხადებს საკრებულოს წევრი, "ნაციონალური მოძრაობიდან" ამირან ძოწენიძე.

თვეების წინ ამოთხრილი და მიტოვებული სამუშაოები ვაჟა ფშაველას ქუჩაზე (ფოტოები ადგილიდან)


ნანახია: 1783-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ორმოს გახსნის ცერემონიას არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ. მათი თქმით, აღნიშნული აქცია-პერფორმანსებით, მათ ქუთაისში
აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგება მაისის ბოლოს დაიწყო.
ვაჟა ფშაველას ქუჩაზე 3 ახალი რეზერვუარი შენდება,რომელიც ქალაქის ცენრტალურ ნაწილში წყლის 24 საათინ მიწოდებას უზრუნველყოფს
ქუთაისში, მაისურაძის ქუჩაზე ახლად დაგებული გზა წყალმა დააზიანა.
ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მათ მოსახლეობის წერილობითი მოთხოვნა უკვე განიხილეს.

ამინდი