Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისში მალე აიეტის უზარმაზარი ძეგლი აღიმართება"

თარიღი : 10-01-2016, 15:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, მოკლე დროში ქუთაისი ტურისტებისათვის კიდევ უფრო საინტერესო ქალაქი გახდება.
როგორც დეპუტატი ამბობს, მას სწამს ქუთაისის მომავალი ქალაქის ისტორიიდან გამომდინარე.
მისივე თქმით, ქუთაისი ნელ-ნელა თავის ფესვებს უბრუნდება.

"ყველა ოცნება ახდენადია, გააჩნია დროს და ვითარებას. ოღონდ ეს ქუთაისი ის დიდი ქუთაისი იქნება გეგუთისკენ რომ გაიშლება მომავალში. გამოჩენილ ქართველ ისტორიკოსს ნიკო ბერძენიშვილს აქვს ნათქვამი - უძველესი ქუთაისი გეგუთში იყოო, უსაფუძვლოდ კი იგი არაფერს იტყოდა. ქუთაისიც უბრუნდება თავის ფესვებს ნელ-ნელა. ევროპული კლასიციზმის გამოჩენილი წარმომადგენელი პიერ კორნელი ამბობდა ,,ანტიკურ სამყაროს არაფერი არ დაუტოვებია ჩვენთვის ისეთი, რაც არგონავტების მოგზაურობაზე მეტად იყოს საყოველთაოდ ცნობილი''... უცხოელებს მეტად ესმის ამის მნიშვნელობა ჩვენთვის, ჩვენი ქალაქისათვის ვიდრე ზოგიერთ ქართველ ირონისტს. ტურ ჰეიერდალიც ამის მკაფიო მაგალითი იყო, რომელიც ასევე ლამისაა მთლად მივივიწყეთ. დარწმუნებული ვარ ოდესმე ძველი ფაზისიდან (ფოთიდან დაახლოებით) ვარდციხემდე ანუ ძველ როდოპოლისამდე, რომელიც მდინარე რიონის (ფაზისის) მარჯვენა სანაპიროზეა, მის მოპირისპირე მხარეს კი ძველი ქუთაისი ( გეგუთი - ქვემო ქუთაისი, ქვექუთი, ქექუთი...) ,,არგოთი'' ტურისტებით სავსე გემით მოადგებიან სწორედ სამდინარო პორტს, რამდენად არაჩვეულებრივი და საინტერესო იქნება იგი უცხო, ანტიკურ მითოლოგიაზე გაზრდილი ტურისტებისათვის თქვენვე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, მით უმეტეს რომ ქუთაისში მალე მზესხივოსანი აიეტის უზარმაზარი ძეგლი აღიმართება. ურწმუნოების რეპლიკები არ იქნება მაინცადამაინც მართებული. მე უსაზღვროდ მიყვარს ჩემი ქალაქი და მწამს მისი მომავალი, მისი უდიდესი ისტორიიდან გამომდინარე," - აცხადებს ომარ ნიშნიანიძე.

ცნობისთვის, ომარ ნიშნიანიძეს ეკუთვნის ქუთაისში პორტის მოწყობის იდეაც.


ნანახია: 3845-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვიცე-პრემიერის თქმით, პორტი ქუთაისში ვერ მოეწყობა.
ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნების დეპუტატის ომარ ნიშნიანიძის განცხადებას ქუთაისში პორტის
ინფორმაციას სოციალურ ქსელის მეშვეობით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე ავრცელებს.
ნიშნიანიძის თქმით, პროექტის ავტორს ბიძინა ივანიშვილს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განთავსების ადგილად თავის დროზე ქუთაისი ჰქონდა

ამინდი