Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პატრიარქი:ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს შეიცნობს, სხვას აღარ განიკითხავს

თარიღი : 10-01-2016, 14:50 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მრევლს საკუთარი თავის შეცნობისაკენ მოუწოდებს. პატრიარქის თქმით, ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს შეიცნობს, სხვას აღარ განიკითხავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას, წმინდა მეფე დავითის ცხოვრებაზე ისაუბრა.

"დღეს კიდევ ერთხელ უნდა ჩავუღრმავდეთ ჩვენს ცხოვრებას. მართალია, ძალიან ძნელია, მაგრამ უნდა შევიცნოთ თავი ჩვენი. ჩვენ შეცნობას სხვა ადამიანიდან ვიწყებთ. ადამიანი, რომელიც თავის თავს შეიცნობს, სხვას აღარ განიკითხავს. წმინდა მამა ეფრემ ასური ამბობს: "უფალო მომანიჭე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა". როგორი ძნელი ყოფილა შეცნობა თავისა თვისისა, მაგამ ეს აუცილებელია. მეფე დავითი მწყემსი იყო, ღვთის განგებამ ის მეფის ტახტზე აიყვანა. ის 40 წელი იყო მეფე. მრავალი განსაცდელი შეხვდა. ცოდვაც ჩაიდინა, მაგრამ იმდენად დიდი იყო მისი სინანული, მონანიება, რომ დავით მეფე გახდა საყვარელი ღვთისა. შევთხოვთ უფალს, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს საყვარელი ღვთისა. ღმერთმა მოგვცეს ჩვენ განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა. ეს ერთადერთი გზაა ცხონებისა", - ბრძანა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.

ipn.ge


ნანახია: 1691-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
პატრიარქმა მრევლს მიმართა, რომ დღევანდელი კვირა არის ჯვრის თაყვანისცემის კვირა და უფალს შესთხოვა, ყველას შეაძლებინოს საკუთარი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II მრევლს მოუწოდებს, დროის ფასი იცოდეს. დროის დაფასების მნიშვნელობაზე
კიდევ ერთხელ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული და მწუხარება, როგორც ტყუპი ძმები ერთად მოგზაურობენ და ერთად არიან, - ამის შესახებ
უწმინდესმა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით დიდ აიაზმაში წყალი აკურთხა, შემდეგ
ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამებაში, საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

ამინდი