მდინარე ჩხარას მიერ დაზიანებულ გზაზე მოძრაობა აღდგა
თარიღი : 10-01-2016, 14:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 206–ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, აღნიშნული მონაკვეთი დროებითი შემოვლითი გზის ფუნქციას ასრულებდა და მდინარე ჩხარას ადიდების შედეგად დაზიანდა. ამ დრომდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე იყო გარადთული. დროებითი გზის პარალელურად, ზესტაფონი-ქუთაისის ახალი გზის მშენებლობის ფარგლებში, ხიდის მშენებლობა დასრულების სტადიაშია და მასზე მოძრაობა 10 დღეში გახდება შესაძლებელი. შესაბამისად, მშენებლობის საბოლოოდ დასრულებამდე, სტიქიის განმეორების შემთხვევაში, ავტოტრანსპორტის ნაკადები ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის შემოვლითი გზის ნაცვლად ახალ ხიდზე გადაირთვება.
ცნობისთვის, მდინარე ჩხარამ შემოვლითი გზის მონაკვეთი უკვე რამდენჯერმე დააზიანა.