დავით უსუფაშვილმა ქუთაისში ბავშვებს სპექტაკლზე უმასპინძლა
თარიღი : 9-01-2016, 17:09 | კატეგორია: ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარემ, პატარებს ახალი წელი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში მიულოცა.
დავით უსუფაშვილმა იმერეთის რეგიონში მცხოვრებ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ აღსაზრდელებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს ვაჟა-ფშაველას მოთხრობის მიხედვით დადგმულ საახალწლო სპექტაკლ „სათაგურზე“ უმასპინძლა.
სპექტაკლს 750-მდე ბავშვი და ახალგაზრდა დაესწრო, რომელთაც პარლამენტისგან საახალწლო საჩუქრები და მისალოცი ბარათები დაურიგდებათ.
საახალწლო სპექტაკლის შემდეგ, დრამატულ თეატრში მოწვეული ბავშვებისთვის სპეციალური მიღებაც გაიმართა. ზღაპრის გმირებმა პატარებს საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებული საჩუქრები გადასცეს.