Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მთავრობის წევრები მოქალაქეებს ბოდიშს უხდიან

თარიღი : 9-01-2016, 14:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებისგან მოისმინა ინფორმაცია გზებზე არსებული ვითარებისა და ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა საახალწლოდ გზებზე შექმნილი პრობლემების გამო მოსახლეობას ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ძირითადი პრობლემები მოგვარებულია.

"პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო საქართველოს მოქალაქეებს, იმიტომ რომ ზუსტად ახალი წლის ღამეს დაწყებულმა ძლიერმა თოვამ და ძლიერმა ყინვებმა გზების გარკვეულ მონაკვეთებზე საკმაოდ სერიოზული შეფერხება გამოიწვიეს. იყო პერიოდი, როდესაც მთელ საქართველოში ჭირდა გადაადგილება. რასაკვირველია, არაფერი არ ამართლებს ამას, მაგრამ ცოტა რთული აღმოჩნდა 1-2 იანვარს ხალხის გამოყვანა კონტრაქტორების მხრიდან; იყო ტექნიკის პრობლემებიც. ამ ეტაპზე ძირითადი პრობლემები მოიხსნა. გარდა იმისა, რომ გააქტიურდნენ კონტრაქტორებიც და ჩვენი სამსახურებიც, ტემპერატურამაც აიწია. დღეს ბარში პრაქტიკულად არსად არ გვაქვს პრობლემა, მაგრამ პრობლემებია მთიან რეგიონებში", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა "ენერგო პრო ჯორჯიას" ყველა თანამშრომელს, ვინც ახალი წლის დღეებში აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარებას ცდილობდა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 80 აბონენტი ცაგერში, ხოლო ამბროლაურში 12 აბონენტი.

"დიდთოვლობის გამო რამდენიმე დღის განმავლობაში, ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით ხარვეზები გვქონდა. ეს იყო აჭარის რეგიონი, გურია, იმერეთი, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი. სტიქიის შედეგები მაღალ ძაბვაზე უკვე ლიკვიდირებული და სრულიად აღმოფხვრილია. ბოლო ინფორმაციით, ელექტროენერგიის გარეშე მხოლოდ 80 აბონენტი გვრჩება. ეს არის ცაგერის რაიონში არსებული სოფლები, სადაც ასევე გარკვეული პრობლემებია გზებთან დაკავშირებით. დიდთოვლობამ გზა, ფაქტობრივად, წაიღო. შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და როგორც კი სოფელში შესვლა შესაძლებელი გახდება, ჩვენ ამ 80 აბონენტს აუცილებლად გავანულებთ. ასევე ამბროლაურშია ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი 12 აბონენტი. ამ მომენტისთვის სხვა პრობლემები არ არის. გვქონდა გარკვეული შეფერხება მაღალ ძაბვაზე, კავკასიონზე, საიდანაც ელექტროენერგია შემოგვაქვს რუსეთიდან, თუმცა ეს პრობლემაც დღეს უკვე მოგვარებულია", - განაცხადა კახა კალაძემ.


ნანახია: 1544-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში "ენერგო-პრო ჯორჯიას" 45 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
დიდთვოლობის გამო, რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე 'ენერგო პრო ჯორჯიას' დასავლეთ საქართველოს
ძლიერი ქარის გამო, იმერეთის რეგიონში ელექტროენერგიის გარეშე 25 900 აბონენტი რჩება.
როგორც Topnews.com.ge-ს 'ენერგო პრო ჯორჯიას' დასავლეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს,
ვანის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის, ქარისა და წყალმოვარდნების გამო ავარიულად იყო გათიშული რვა ფიდერი.