ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცმა ქალბატონს ხელჩანთა, მობილური ტელეფონი და ბეჭედი გასტაცა [VIDEO]

შსს-ს თანამშრომლებმა, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თორნიკე კ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ქალბატონს ხელჩანთა, მობილური ტელეფონი, ბეჭედი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, თორნიკე კ. იმავე დღეს ქალაქ ქუთაისში, ი.ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს. დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ნივთები ამოღებულია ნივთმტკიცებად.
გამოძიება ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.