ქუთაისში „თავისუფალი ზონის“ წევრებმა, პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართეს

ქუთაისში "თავისუფალი ზონის" წევრებმა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, დავით კირკიტაძის ძმის, ირაკლი კირკიტაძის დაკავება გააპროტესტეს.
"თავისუფალი ზონის" წევრების თქმით, ირაკლი კირკიტაძე ამ ხელისუფლების სინდისის პატიმარია და საპროტესტო აქციებს მანამ გამართავენ, ვიდრე მისი უდანაშაულობა არ დამტკიცდება.
შეგახსენებთ, რომ ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის დავით კირკიტაძის ძმას, ირაკლი კირკიტაძე პოლიციამ 3 დღის წინ დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, დიღმის მასივის მე-5 კვარტალში, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს და თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყა, რითაც მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება. ირაკლი კირკიტაძეს ბრალი სსკ-ს 239 მუხლის მესამე ნაწილით წარუდგინეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.