ქუთაისში მიმართულების აღმნიშვნელი აბრები განთავსდა
თარიღი : 8-01-2016, 16:55 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში ქალაქის ქუჩების და ისტორიული ღირსშესანიშნაობების მიმართულების აღმნიშვნელი აბრები განთავსდა. აბრები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. აბრებზე ასევე განთავსებულია სპეციალური QR კოდები, რომლებიც ტურისტს შესაბამისი მობილური აპლიკაციის ქონის შემთხვევაში დამატებით ინფორმაციას აწვდის ამა თუ იმ ტურისტული ადგილის შესახებ, როგორც ონლაინ ასევე ოფლაინ რეჟიმში.
მიმართულების ბოძები მათზე განთავსებული სანათის საშუალებით ღამითაც განათებული იქნება. აღნიშნული სანათი არ მოიხმარს ელექტროენერგიას, იმუხტება დღის სინათლეზე და დაღამებისას ავტომატურად ინთება.

,,ტურისტული მიმართულების ბოძები განთავსებულია თითქმის ყველა ტურისტულ ქალაქში. გასულ წელს ტურისტების რიცხვის მკვეთრი მატების გამო, გადავწყვიტეთ მსგავსი აბრების დადგმა. ისინი დაიდგა ქალაქის ყველა შემოსასვლელში და ასევე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში,”-აღნიშნა შოთა მურღულიამ.