იმერეთის გუბერნიაში გარემოს დაცვის მინისტრის მრჩეველი დასაქმდა
თარიღი : 8-01-2016, 15:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე კოტე ლომიძე ცოტნე ზურაბიანმა ჩაანაცვლა. ზურაბიანი აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
ზურაბიანი ამ დრომდე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. რაც შეეხება მის კვალიფიკაციას, ის ასე გამოიყურება:
2003-2008 წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ბაკალავრის ხარისხი დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია;
2009-2010 წ. ლატვიის სახელმწიფო უნივესტიტეტი (LU) ქ. რიგა, ლატვია
ევროპათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა;
2011 – 2012 წ. ბრემენის სახელმწიფო უნივერსიტეტი IGC Bremen გერმანია
ევროპათმცოდნეობა - მაგისტრის ხარისხი.
რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, სხვადასხვა დროს ცოტნე ზურაბიანი იყო თბილისის მერიის განათლების,სპორტისა და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდულ საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელი; საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის საგარეო ურთიერთობათა მიმართულების ხელმძღვანელი; პ.გ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“-ს სარევიზიო კომისიის წევრი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს(სენატის) წევრი და სტუდენტური კოალიცია ASA-ს გენერალური მდივანი.
ცოტნე ზურაბიანს გამოქვეყნებული აქვს 4 პუბლიკაცია რუსეთის ფედერაციის რბილი ძალის პოლიტიკისა და ევროკავშირის გაფართოების შესახებ, შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში.