Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს შობა-ახალი წელი საჩუქრებით მიულოცეს

თარიღი : 8-01-2016, 11:44 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ა(ა)იპ ქ. ქუთაისის „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ მმართველმა ელისო ქაროსანიძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ შობა-ახალი წელი იოსელიანების მრავალშვილიან ოჯახს მიულოცეს.

მრავალშვილიანი ოჯახი ქუთაისში, გვანცელაძის ქუჩაზე, ხანძრისგან დაზიანებულ სახლში ცხოვრობს. ოჯახში ხუთი ბავშვი- სამი გოგონა და ორი ვაჟი იზრდება. უფროსის ასაკი 12 წელი, ხოლო ყველაზე უმცროსის ასაკი- 2 წელია.

ქუთაისის მერმა და ა(ა)იპ ქ. ქუთაისის „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ მმართველმა მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად საახალწლო ნობათი, წიგნები და ტანისამოსი გადასცეს. გარდა ამისა, კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა ბავშვებს გაერთიანების დაქვემდებარებაში არსებულ ხელოვნების სკოლებში მათთვის სასურველი პროფილით სწავლა შესთავაზა და მხარდაჭერას დაჰპირდა.

ქუთაისის მერიის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის განცხადებით, ქუთაისში მცხოვრები სოციალურად შეჭირვებული სხვადასხვა ოჯახის დასახმარებლად მსგავსი ტიპის აქციების ორგანიზებას დაწესებულება მომავალშიც აქტიურად გეგმავს.


ნანახია: 2053-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქველმოქმედო აქცია კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით უკვე მეორე წელია ტარდება.
კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ბიბლიოთეკას საჩუქრად ქუთაისის მერიის კულტურის
ტრაგედია, რომელმაც ანა ჯინჭარაძე დედისა და უფროსი დის გარეშე დატოვა, 2009 წლის დეკემბერში მოხდა.
ქუთაისის კულტურის სახლში მასწავლებელთა დღე აღნიშნეს.
აქციის მიზანს სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრაცია და აღნიშნულ საქმეში
გაერთიანების მმართველი და თანამშრომლები ქუთაისის ოპერის თეატრში გამართულ საქველმოქმედო აქციაში ჩაერთვნენ.

ამინდი