თერჯოლაში დაზიანებული ავტომაგისტრალის აღდგენა რამდენიმე დღეში დასრულდება
თარიღი : 6-01-2016, 22:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 206–ე კილომეტრზე, მდინარე ჩხარას მიერ დაზიანებული საგზაო მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და მოძრაობა რამდენიმე დღეში აღდგება.
როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, ავტოტრანსპორტის ნაკადები ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზეა გადართული.
დაზიანებული მონაკვეთი დროებითი გზის ფუნქციას ასრულებს, რომლის მოწყობა იქვე ახალი ხიდის მშენებლობის გამო გახდა აუცილებელი.
ხიდის მშენებლობა დასრულების სტადიაშია და მასზე მოძრაობა 10 დღეში გახდება შესაძლებელი. მშენებლობის საბოლოოდ დასრულებამდე, სტიქიის განმეორების შემთხვევაში, ავტოტრანსპორტის ნაკადები ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის შემოვლითი გზის ნაცვლად ახალ ხიდზე გადაირთვება.