Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქალს ბავშვი ჩახუტებული ჰყავდა და დახმარებას განწირული ითხოვდა"

თარიღი : 6-01-2016, 15:43 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
5 იანვარს, ქუთაისში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ქალაქი შეძრა, - კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე 4 წლის გოგონა მრავალსართულიანი კორპუსიდან ჩამოვარდნილმა ბეტონის კონსტრუქციამ იმსხვერპლა. კორპუსის მაცხოვრებლები, ამბობენ, რომ ქალის განწირული კივილი გაიგონეს, რის შემდეგაც ქუჩაში გასულები საშინელ ვითარებას შეესწრნენ.

მარინა ნოზაძე. კორპუსის მცხოვრები:
- ქალის განწირული კივილი გავიგონე, ფანჯარას მივვარდი და რაც დავინახე, იმის დანახვას არავის ვუსურვებ, - ქალს ბავშვი ჩახუტებული ჰყავდა და დახმარებას განწირულად ითხოვდა. ბავშვი, სამწუხაროდ, ადგილზევე გარდაიცვალა, დედაც დაშავდა... თუმცა, როგორც ვიცი, მის სიცოცხლეს არაფერი ემუქრება. გულწრფელად ვუსამძიმრებ მშობლებს ამ უბედურებას, საშინლებაა შვილის დაკარგვა. ჩვენი კორპუსის მაცხოვრებლები არ არიან, როგორც გავიგე, შემთხვევითი გამვლელები იყვნენ, დედას ბავშვი ხელში ეჭირა, როდესაც ეს ტრაგედია დაატყდათ.

- გავრცელებული ინფორმაციით, თქვენი კორპუსიდან ბეტონის კონსტრუქცია ჩამოვრდა, რა შეიძლებოდა გამხდარიყო ამის მიზეზი, ძლიერი ქარი იყო?
- არა, მშვიდი ამინდი იყო, შენობიდან ჩამოვარდა აგური, თავისი ნალესით, ეს კორპუსი 40 წელზე მეტისაა, აგურები კორპუსის ზედა ქონგურიდან ადრეც ჩამოცვივდა, თუმცა მაშინ მსხვერპლის გარეშე გადავრჩით... იმედია, ახლა მაინც მოგვხედავენ ქალაქის შესაბამისი სამსახურები და გაამაგრებენ კორპუსის ქონგურებს.

ქუთაისის საავადმყოფოს მედპერსონალის ცნობით, დედ-შვილი საავადმყოფოში ბავშვის მამამ თვითონვე გადაიყვანა. ამ დროს ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო, დედა კი ქალატვინის ტრამვით საავადმყოფოშია მოთავსებული. ტრამვა სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის.

kvirispalitra.ge


ნანახია: 2221-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გოგოს თმები ხელში ეჭირა ქმარს, რომელიც ფეხებს უმისამართოდ იქნევდა, მაგრამ ყველაზე მეტად იმან აღმაშფოთა, რომ წაქცეული ქალის ქვეშ
ქუთაისში, ე.წ. საღორიის დასახლებაში, ახალგაზრდობის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა.
შემთხევვა რამდნეიმე წუთის წინ, თაბუკაშვილის ქუჩზე მოხდა.
ქვეწარმავალი ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის აივნის მოაჯირზე შენიშნეს.
როგორც ცნობილია, მცირეწლოვანი ღია ფანჯრიდან გადმოვარდა.

ამინდი