ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა
თარიღი : 6-01-2016, 12:54 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა. როგორც ადგილზე აცხადებენ, უამინდობისგან გამოწვეული შეფერხებები აღმოფხვრილია და ყველა რეისი ჩვეულ რეჟიმში სრულდება.
დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო 2 დღის განმავლობაში ქუთაისის აეროპორტი შეფერხებით მუშაობდა. კერძოდ, აღნიშნული მიზეზით რამდენიმე რეისი ვერ შესრულდა.
გუშინ კი ავიაკომპანია "ვიზეარის" მგზავრები ბუდაპეშტსა და ვარშავაში ქუთაისის აეროპორტის ნაცვლად თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრნენ. ასევე ქუთაისის ნაცვლად თბილისში ჩაფრინდნენ აღნიშნული ქალაქებიდან მომავალი მგზავრებიც.
ipn.ge