ქუთაისში 4 წლის ბავშვი დაიღუპა
თარიღი : 5-01-2016, 17:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე უბედური შემთხვევა მოხდა. შემთხვევას 4 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც Topnews.com.ge-ს სასწრაფო დახმარების ქუთაისის სამსახურში განუცხადეს, დედა-შვილს კონსტრუქცია დაეცა. შემთხვევის შემდეგ, ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. ბავშვი დაიღუპა, დედა კი სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.