ქუთაისის ნაგავსაყრელის კეთილმოწყობაზე 1 772 870 ლარი დაიხარჯება
თარიღი : 12-10-2013, 12:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში მდებარე ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ ტენდერი გამოაცხადა. 1 772 870 ლარად შეფასებული სამუშაოების შესრულების მსურველთა მხრიდან წინადადებების მიღება 17 ოქტომბერს დაიწყება და 21 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, პრეტენდენტს ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 5 მილიონ 400 000 ლარის ღირებულების მსგავსი სამუშაოები.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ქუთაისის მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყარების პოლიგონის კეთილმოწყობის სამუშაოები მისი ექსპლუატაციის შეუფერხებლად უნდა განხორციელდეს. შესასრულებელი სამუშაოები პოლიგონის ტერიტორიის დაგეგმარებას, საავტომობილო სასწორის საძირკვლისა და მანქანა-მექანიზმების ფარდულის მოწყობას, ასევე, ტერიტორიის შემოღობვას ითვალისწინებს. გარდა ამისა, სამუშაოების შემსრულებელი კომპანია ვალდებულია, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მიიღოს, შეამკვრივოს და დაასაწყობოს პოლიგონზე შემოსული მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყარები.
შესრულებულ სამუშაოებზე საგარანტიო ვადა სამუშაოების მიღებიდან ერთ წელს შეადგენს. ამ ხნის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა.
ტენდერის პირობების მიხედვით, შესრულებული სამუშაოების ჩაბარება ყოველთვიურად მოხდება, ხოლო გამარჯვებულ ფირმასთან ხელშეკრულების მოქმედების ვადა დოკუმენტზე ხელის მოწერის დღიდან მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრება.