ქუთაისი სამტრედიას გზების გაწმენდაში ტექნიკით ეხმარება
თარიღი : 5-01-2016, 15:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერიის ააიპ "სპეციალური სერვისები" ქუთაისის შემდეგ, თოვლისგან გზების გაწმენდით სამუშაოებს სამტრედიაში შეასრულებს. "სპეციალური სერვისების" "კამაზი"-ს მარკის 2 ერთეული, ინერტული მასალებით დატვირთული სპეც.ტექნიკა სამტრედიისკენ უკვე დაიძრა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, სპეც.ტექნიკა რაიონში გზების გაწმენდით სამუშაოებს უზრუნველყოფს.
