Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის მაღალმთიან სოფლებში გზის გასაწმენდად ტექნიკა ვერ ადის

თარიღი : 5-01-2016, 14:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დიდთოვლობის მიზეზით, ვანის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლები-სულორი და ძულუხი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ადგილობრივები დაუკავშირდნენ. მათი განცხადებით, სულორს და ძულუხს ელექტროენერგია 2 დღეა არ მიეწოდება. ხოლო უშუქობას უგზოობაც დაემატა.

"სოფლები ფაქტიურად პარალიზებულია. ადგილზე ერთ მეტრამდე თოვლია. მუნიციპალიტეტიდან მოსახლეობასთან დასახმარებლად არავინ მოსულა. გთხოვთ, მიაწვდინოთ ხელისუფლებას ჩვენი ხმა," - აცხადებენ ადგილობრივები.

ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ხურციძის თქმით, სოფელ ძულუხსა და სულორში გზის გასაწმენდად გაშვებული ტრაქტორი უკან დაბრუნდა, რადგან სოფლებამდე ვერ ავიდა. რაც შეეხება ელექტროენერგიას, როგორც ხურციძე ამბობს, სოფლების მოსახლეობის ნაწილს შუქი მიეწოდება, ხოლო დარჩენილი ნაწილისთვის შუქის მისაწოდებლად სამუშაოები მიმდინარეობს, რის შედეგადაც ენერგომომარაგება დღის ბოლომდე უნდა აღდგეს.


ნანახია: 2126-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
ინტენსიურმა თოვამ სოფლები ელექტროენერგიისა და ტრანსპორტის გარეშე დატოვა.
ხარაგაულის სოფელ ვახანში 6 დღეა მოსახლეობას შუქი არ მიეწოდება. უშუქობით შეწუხებული ადგილობრივები "ენერგო პრო ჯორჯიას" მათი

ამინდი