იმერეთში მაშველებმა დაკარგული დედა-შვილი იპოვეს
თარიღი : 5-01-2016, 11:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

იმერეთის რეგიონში ამ ეტაპზე არ თოვს, თუმცა ყველა მუნიციპალიტეტში გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. ორდღიანი უხვი ნალექის შედეგად, რამდენიმე რაიონში პრობლემად რჩება ელექტროენერგიის მიწოდება. აბონენტები მთელი ღამე ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილი. როგორც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ,დილიდან ტექნიკურმა ჯგუფებმა სამუშაოები დაიწყეს და რამდენიმე საათში პრობლემა აღმოიფხვრება. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია ჭიათურის სოფელ ქვაციხედან სოფელ საზანოში გადაადგილებისას დედა–შვილის დაკარგვის შესახებ. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული სამუშაოების შედეგად დედა-შვილის პოვნა დროულად მოახერხეს. ისინი მიტოვებულ სახლს აფარებდნენ თავს.