Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა პრობლემები შექმნა თოვლმა იმერეთის რეგიონში?

თარიღი : 4-01-2016, 22:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ორი დღეა იმერეთის რეგიონში გადაუღებლად თოვს. გასულ ღამეს რეგიონში თოვლის საფარმა 40 სანტიმეტრამდე მიაღწია. საგანგებო შტატებია შექმნილი მხარის ყველა მუნიციპალიტეტში. თოვლის შედეგად იმერეთში არსებულ მდგომარეობაზე მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი პირველმა ვიცე-გუბერნატორმა პაატა ნადირაძემ გააკეთა.

"მიმდინარეობს როგორც სოფლების, ისე შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები. მაღალმთიან სოფლებში გვაქვს მხოლოდ შეფერხებები გზის გაწმენდი კუთხით. ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით არის შეფერხებები სამტრედიის, ვანისა და წყალტუბოს რაიონებში. როგორც "ენერგო პრო ჯორჯია"-დან გვპირდებიან, ეს პრობლემები საღამოთი აღმოიფხვრება და ყველა რაიონს აღუდგება ენერგომომარაგება. ბუნებრივი აირის მიწოდებაზე პრობლემა არ გვაქვს," - აცხადებს პაატა ნადირაძე.

ცნობისთვის, სინოპტიკოსების ვარაუდით, 4-5 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ღამის საათებში დაბლობსა და ბარში კვლავ მოსალოდნელია ყინვა, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში - 9 გრადუსამდე, ხოლო თბილისში -7 გრადუსამდე. ხოლო 6 იანვრიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.


ნანახია: 2196-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სინოპტიკოსების ვარაუდი უახლოესი დღეებისთვის.

ამინდი