გარდაცვლილი პატიმრის მამა: ნაციონალებს ვენაცვალე მე
თარიღი : 12-10-2013, 12:06 | კატეგორია: ახალი ამბები

გარდაცვლილი პატიმრის მამა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. როგორც ქუთაისის საპყრობილეში გარდაცვლილი არასრულწლოვანის მამამ დავით ძველაია აცხადებს, შვილის ცხედარს მანამდე არ დაკრძალავს, ვიდრე სიმართლე არ გაირკვევა და სასჯელაღსრულების მინისტრი სობარ სუბარი ოჯახში არ ჩავა. პატიმრის მამის თქმით, ის ყოფილი ხელისუფლებით კმაყოფილია, რადგან პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მას სახლში ესტუმრა, გარდაცვალების რეალური მიზეზები გამოკითხა, ხოლო სამეგრელოს გუბერნატორი თენგიზ გუნავა მას ყოველდღიურად სტუმრობს.
"ახალი ხელისუფლებიდან არანაირი ყურადღება არ მაქვს, ერთადერთი ქალბატონი ეკა ჩამოვიდა და მოიკითხა ჩვენი მდგომარეობა. მინისტრის ჩამოსვლას უკვე თითქმის ერთი კვირაა, ვითხოვთ, მაგრამ როგორც ჩანს, ჩამოსვლას არ აპირებს. არ ვიცი რატომ აჭიანურებს ჩამოსვლას და არ სურს გაიგოს რა მოხდა რეალურად ქუთაისის ციხეში. სამეგრელოს გუბერნატორი ყველანაირად გვერდით გვიდგას და რა დახმარებაც შეუძლია ყველაფერს გვიკეთებს", - განაცხადა დავით ძველაიამ.