"სპეციალური სერვისები" მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა
თარიღი : 3-01-2016, 20:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში ინტენსიური თოვის გამო, ქალაქის დამსუფთავებელი ფირმა ა(ა)იპ "სპეციალური სერვისები" მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. კომპანიის თანამშრომლები სპეც.ტექნიკის გამოყენებითა და საპატრულო პოლიციის დახმარებით ქალაქის ქუჩებში ტექნიკურ მარილსა და და ქვა-ღორღს ყრიან.

გარდა ამისა, ქალაქის მასშტაბით გაჩერებებზე მობილიზებულია ცოცხალი მუშა-ხელი მეეზოვეების სახით, რომლებიც საფეხმავლო ბილიკების გაწმენდას ახორციელებენ.

თოვლის საფარისგან იწმინდება ტროტუარებიც.

"ჩვენი ორგანიზაცია სრულ მზადყოფნაშია მთელი ადამიანური და ტექნიკის რესურსით. საგანგებო რეჟიმში ვიმუშავებთ იმ დრომდე, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. მინდა განვაცხადო, არც ერთ, ქვეითად თუ ტრანსპორტით მოსიარულე მოქალაქეს გადაადგილების პრობლემა არ შეექმნება," - ამბობს "სპეციალური სერვისები"-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი მჟავანაძე.