წყალტუბოს მაღალმთიან სოფლებში თოვლმა პრობლემები შექმნა
თარიღი : 3-01-2016, 14:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლები გარესამყაროს მოწყდა. მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიური თოვის შედეგად, მუნიციპალიტეტის სოფლებში-გუმათი, ოფურჩხეთი, ზედა ჟონეთი, ქვედა ჟონეთი, ნამოხვანი, ზარათი, მეჩხერი, მამაწმინდა, დერჩი, დღნორისა, ვანისჭალა,ზედა და ქვედა ონჭეიში და მექვენა, თოვლის საფარმა 50 სანტიმეტრს გადააჭარბა. მოსახლეობის განცხადებით, გაუვალი გზის გამო, სოფლებში მიმავალი ტრანსპორტი უკან დაბრუნდა, რის გამოც ქალაქისკენ მიმავალ ადგილობრივ მცხოვრებლებს პრობლემები შეექმნათ. გარდა ამისა, დაზიანებული ელექტროსადენების გამო, რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება, ხოლო სოფლებში ისევ თოვს. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტში შტაბი არის შექმნილი. პრესამსახურში განმარტავენ, რომ მობილიზებულია ტექნიკა და გზებზე პრობლემა არ ფიქსირდება. რაც შეეხება ელექტროენერგიას, ენერგომომარაგებისა აღდგენის კუთხით შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.




გიორგი აბაზაძე




გიორგი აბაზაძე