ქუთაისი თოვლს მომზადებული ხვდება
თარიღი : 3-01-2016, 13:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ააიპ "სპეციალური სერვისები" ქუთაისში, ცენტრალურ გზებსა თუ სხვადასხვა უბანში გვიან ღამით დაწყებულ სამუშაოებს ამ დრომდე აგრძელებს. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე Topnews.com.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ქუთაისში ამ დრომდე გადადგილება შეუფერხებლად ხორციელდება. თოვლის საფარის სიმცირის მიუხედავად, იწმინდება ყველა ცენტრალური ქუჩა და უბნებამდე მისასვლელი გზები.

"თოვლის სახით წამოსული ნალექის პირველივე წუთიდან, ა(ა)იპ "სპეციალური სერვისები" ამ დრომდე სპეც.ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მეშვეობით ქალქის მაშტაბით ცენტრალურ გზებსა თუ სხვადასხვა უბნებში გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. იწმინდება ხიდები, გადასასვლელები, უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, გზებზე იყრება მარილი და ქვაღორღი," - ამბობს გიორგი მჟავანაძე.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ქუთაისი თოვლისთვის მზად არის. ქალაქში მობილიზებულია როგორც სპეც.ტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა.