პირველი თოვლი ქუთაისში (ფოტო)
თარიღი : 2-01-2016, 23:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. სინოპტიკოსების ვარაუდით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამის საათებში ტემპერატურა დაიწევს -12 გრადუსამდე, მთაში -16 გრადუსამდე, მაღალმთაში -23 გრადუსამდე, ხოლო თბილისში -8 გრადუსამდე. გზებზე შესაძლებელია ლიპყინული,ხოლო ელექტროსადენებზე შემოყინულობა.
ტემპერატურის მკვეთრი დაცემის გარდა, სინოპტიკოსები თოვლსაც პროგნოზირებდნენ. პირველი თოვლი უკვე მოვიდა ქუთაისში, თუმცა ნალექი თოვლის სახით მხოლოდ ქალაქის რამდენიმე უბანში შეინიშნება. იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ ე.წ. "პასილოკისა" და ავტოქარხნის დასახლებაში გადაღებულ ფოტოებს.