"სპეციალური სერვისები" წლის ააიპ-ი გახდა
თარიღი : 2-01-2016, 13:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ააიპ "სპეციალური სერვისები" ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც ქუთაისის მასშტაბით ქალაქის ქუჩების დაგვა-დასუფთავების გარდა, ქუთაისში სანიაღვრე არხების გაწმენდა-რეაბილიტაციასა და ე.წ. მაწანწალა ძაღლებზე მოვლა-პატრონობას ახორციელებს. ორგანიზაციაში დასაქმებულები გაზრდილი ვალდებულებებიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

2015 წელს ააიპ "სპეციალურმა სერვისებმა" წლის ააპი-ს წოდება მიიღო. აღნიშნულ ნომინაციაში ორგანიზაცია იმერეთის მთავარმა საინფორმაციო სააგენტომ Topnews.com.ge-მ დაასახელა. ნომინაციები სააგენტომ წლის განმავლობაში ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვებით დააწესა.