"გახსოვს, ქუთაისო?,"- ჟურნალისტ ნანული ცხვედიანის წიგნი ქუთაისზე

"გახსოვს ქუთაისო?", - ასეთია იმ წიგნის სახელწოდება, რომლის ავტორი ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომელი და ჟურნალისტი ნანული ცხვედიანია. წიგნი, რომელიც ქალაქის მერიის დაფინანსებით გამოიცა, ქუთაისს, მის საზოგადოებასა და ქალაქურ ყოფა-ტრადიციებს ეძღვნება. წიგნში ქუთაისის ადგილობრივ პრესასა და რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი სტატიები, ინტერვიუები, ესეები და პორტრეტებია დაბეჭდილი.
"წიგნში შესულია ჩემი 35-წლიანი ჟურნალისტური საქმიანობის მხოლოდ მოკრძალებული ნაწილი, თუმცა შერჩეულია 140-ზე მეტი პუბლიკაცია და წიგნი საკმაოდ სოლიდური- 668 გვერდიანი გამოვიდა. ავტორისეულ მცირე წინასიტყვაობაშიც ვუთითებ, რომ ესაა ის საკმაოდ ღირებული დოკუმენტური მასალა, რომლის დაკარგვა, ალბათ, დასანანი იქნებოდა და დროსთან თანაფარდობით უნდა მომეტანა ახალი თაობის მკითხველთანაც. მაგალითად, წიგნში არის საკმაოდ საყურადღებო ისეთი მასალა, როგორიცაა: გალაკტიონის სიკვდილის უცნობი ვერსია, უცნობი ცნობები ლადო ასათიანის ბავშვობის პერიოდზე, პიპინია მიქელაძის ცხოვრება და მოღვაწეობა, წერილები რეზო ჭეიშვილზე, რეზო გაბრიაძეზე, ოტია იოსელიანზე, ვახტანგ მეგრელიშვილზე, შოთა პირველზე, ვალიკო მიზანდარზე, კოლია ქვარიანზე, მიწისქვეშა ქუთაისზე, ისტორიულ ბულვარზე და სხვა," - ამბობს ნანული ცხვედიანი.
წიგნი დაყოფილია რუბრიკებად. ერთ-ერთი რუბრიკა- "ქუთაისური სადარბაზოები" -ძველ ქუთათურ ოჯახებზე მოგვითხრობს, ხოლო სხვა რუბრიკა - "ქუთაისელები"-არაერთ კოლორიტულ და საინტერესო ქუთაისელს წარმოადგენს.
"კიდევ სხვები - სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს - მწერლებს, მხატვრებს, ჟურნალისტებს, ალპინისტებს, ფოტოგრაფებს, არქიტექტორებს, ინჟინრებს, პედაგოგებს, რეპრესირებულ ადამიანებს. ბევრი ჩემი რესპონდენტი უკვე ცოცხალიც აღარ არის და ახალი თაობის მკითხველი, ვფიქრობ, საინტერესო ინფორმაციას მიიღებს მათ შესახებ. დავძენ, რომ წიგნში შეტანილი არ არის არცერთი ისეთი მასალა, რომელიც რაიმე კუთხით ინფორმაციას არ იძლევა, ანუ მთლიანად განშორებულია ეპითეტებსა და პათეტიკას. წიგნი, ძირითადად, ქუთაისს,მის საზოგადოებას, ქალაქურ ყოფა-ტრადიციებს ეძღვნება, თუმცა შეტანილია რამდენიმე სხვა სახის მასალაც, რომელსაც, უბრალოდ, გვერდი ვერ ავუარე. მაგალითად, ასეთია მასალები გიორგი კუჭატნელის შთამომავლების, გურამ თიკანაძის სვანი დედობილის - ივდითი ნიჟარაძის, პაოლო იაშვილის ძმისშვილის შესახებ. მოკლედ, ეს წიგნი ჩემი მარადიული ფიქრია ქუთაისზე," - აცხადებს ავტორი.