ქუთაისის მერის საჩუქარი მეხანძრეებს, პოლიციელებსა და მედიკოსებს
თარიღი : 1-01-2016, 15:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, იმერეთის ვიცე-გუბერნატორი სოსო ხახალეიშვილი და ადგილობრივი მთავრობის სხვა წარმომადგენლები ახალი წლის ღამეს იმ ორგანიზაციებში დასაქმებულებს სტუმრობდნენ, რომელთაც საზეიმო დღეებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება და მორიგეობა უწევთ. იმერეთის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში, საპატრულო პოლიციასა და სამაშველო სამსახურში დასაქმებულებს მერმა ახალი წლის მილოცვასთან ერთად, საახალწლო ნუგბარი და ტკბილეული გადასცა.