Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

Topnews.com.ge-ს საახალწლო ნომინაციები

თარიღი : 31-12-2015, 17:33 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გილოცავთ ახალ 2016 წელს და წარმოგიდგენთ ნომინაციებს, რომელიც სააგენტომ წლის განმავლობაში ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვებით დააწესა.


წლის „აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ“, -
ქუთაისის მერი შოთა მურღულია.

„წლის იმედი“-
იმერეთის გუბერნარტორის გივი ჭიჭინაძის განცხადება ქუთაისში ლიფტის და ცემენტის ქარხნების გახსნაზე.

„წლის გადაწყვეტილება“-ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დვალის მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილების დროებით შეჩერება.

„წლის ეკონომია“-ქუთაისი ახალი ნაძვის ხისა და საახალწლო აქსესუარების გარეშე.

„წლის ძებნილი“-ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე.

„წლის დაუმორჩილებელი“-ქუთაისის საკრებულოს წევრი ნატო ქათამაძე.

„წლის ქველმოქმედება“-ქუთაისის მერიის მიერ სამი თვით პარკირების გადასახადის გაუქმება.

„წლის ჩავარდნილი კონკურსების გამარჯვებული"-იმერეთის გუბერნატორის პრესსამსახურად ჟურნალისტ სალომე ჩინჩალაძის დანიშვნა.

„წლის აღმშენებლობა“-ქუთაისში ორი საბავშვო ბაღის გახსნა.

„წლის პიარი“-ქუთაისის მერიის პრესსამსახური.

„წლის აკრძალვა“-დრესკოდი ქუთაისის მერიაში.

„წლის დიზაინერი“-ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია.

"წლის ააიპი"- ქუთაისის დასუფთავებაზე მომუშავე ორგანიზაცია „სპეციალური სერვისები“.

წლის „კულტურისა და განათლების ქომაგი“, - ქუთაისის მერიის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანება.

„წლის მოვლენა“-ქუთაისში არსებული, წლების განმავლობაში დაკეტილი საპირფარეშოების გახსნა.

„წლის ფანტაზია“-ვანისა და ხონის საერთო მაჟორიტარი.

„წლის პარტია“-"გირჩი".

„წლის ტერორისტი“-ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი დედა მარინა დახუნდარიძე.

„წლის რესპონდენტ(ებ)ი“- „თავისუფალი საქართველო“-ს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია და „ევროპა ჩვენი სახლია“-ს თავმჯდომარე გია გოქაძე.

„წლის შურისძიება“-"ნაციონალების" ოფისსზე თავდასხმა.

წლის "რა ვქნა, რომ ბედი არ მწყალობს"- მასწავლებელთა სახლის შენობა და ამორტიზებული გზების ნაწილი ქუთაისში.

„წლის წარმატება“- ქუთაისში „კოტონი“-ს, “დანიური სახლი“-სა და LC WAIKIKI-ს მაღაზიების გახსნა.

„წლის ფრაზა-გამომიყენეთ, მიმსახურეთ“-იმერეთის ვიცე-გუბერნატორის პაატა ნადირაძის განცხადება ვიცე-გუბერნატოტად დანიშვნის შემდეგ.

"წლის გამგებელი“-ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი.

წლის "ეტალონი გამგებელი“- წყალტუბოს გამგებელი კონტანტინე მამისეიშვილი.

წლის „გამგებელი ახლო ხედით“, -ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე.

„წლის აღმშენებლობა“-ინფრასტრუქტურული პროექტები წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.

წლის "საჩხერეზე მზრუნველი"-საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ბაზაძე.

წლის „Я не могу сейчас ответить. Отправить мне сообщение“-ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე.

„წლის დანაშაული“
-უმრავლესობის დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისათვის პიჯაკის შემოხევა.

წლის „ქალაქის მორთვას რა უნდა? ხელების დაკაპიწება უნდა“, - ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსი მირანდა კუპრავა.

„წლის ზრუნვა“
-ქუთაისის მერიის მიერ 2016 წლის ბიუჯეტში უსახლკაროების პრობლემის მოსაგვარებლად მილიონი ლარის გამოყოფა.

„წლის მარცხი“
-ქუთაისის მიერ ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქის სტატუსის დაკარგვა.

წლის „არ გელოდით, არ გელოდით, თავზე მეხად დაგვეცი,“ - ქუთაისში, მწერალ რეზო ჭეიშვილის დაკრძალვაზე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ჩამოსვლა.


ნანახია: 2703-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გილოცავთ ახალ წელს საუკეთესო სურვილებით და წარმოგიდგენთ ნომინაციებს, რომელიც სააგენტომ წლის
საინფორმაციო სააგენტო TOPNEWS.COM.GE ბედნიერ, შემოსავლიან და სიკეთით სავსე 2017 წელს გისურვებთ!

ამინდი